ხშირად დასმული კითხვები

Red House გთავაზობთ დეველოპერული პროექტების მართვის სრულ პაკეტს, რომელიც მოიცავს:

• პროექტის კონცეფციის შემუშავებას 
• მარკეტინგულ აუთსორსინგს 
• გაყიდვების აუთსორსინგს 
• ვებ-საიტის შექმნას • SEO/SEM ოპტიმიზაციას 
• 3D რენდერების და ვირტუალური ტურების დამზადებას 
• სარეკლამო ფოტო/ვიდეო მომსახურებას და სხვა.

თანამშრომლობის დასაწყებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით, ან შეავსოთ ვებ-საიტზე არსებული საკონტაქტო ფორმა. ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ და შემოგთავაზებთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას.

Red House გთავაზობთ დეველოპერული პროექტების ექსკლუზიურ მართვას, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენი პროექტის სრულ მარკეტინგზე, გაყიდვებზე და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე. ჩვენი გუნდი მართავს ყველა პროცესს, მათ შორის, ბრენდინგს, მარკეტინგულ კამპანიებს და გაყიდვებს.

Red House-ის აუთსორსინგ სერვისი საშუალებას გაძლევთ, რომ კონცენტრირდეთ მშენებლობაზე, ჩვენ კი ვიზრუნებთ თქვენი პროექტის ცნობადობაზე და გაყიდვებზე. ჩვენი გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიები და გაყიდვების სპეციალისტები უზრუნველყოფენ მაღალ ეფექტურობას და გაყიდვების დინამიკას.

ჩვენი მიდგომა გამჭვირვალეა – პარტნიორებს ნებისმიერ დროს აქვთ წვდომა პროექტის სტატუსზე, გაყიდვების პროგრესზე და მარკეტინგული აქტივობის შედეგებზე. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ნახოთ სტატუსი და მიიღოთ რეპორტები ჩვენი CRM სისტემის და ანალიტიკური ინსტრუმენტების მეშვეობით.

ვებ-საიტის დამზადების დრო დამოკიდებულია თქვენი მოთხოვნებისა და პროექტის სირთულეზე. ჩვენ ვთავაზობთ მოქნილ და სწრაფ მომსახურებას, რათა დავაკმაყოფილოთ ყველა კლიენტის საჭიროება და უზრუნველვყოთ ხარისხიანი შედეგი.

3D რენდერები და ვირტუალური ტურები გეხმარებათ თქვენი პროექტის ვირტუალურ პრეზენტაციაში. ეს ინსტრუმენტები პოტენციურ მყიდველებს აძლევენ საშუალებას, ნახონ პროექტის დასრულებული სახე და შეაფასონ მისი ვიზუალი წინასწარ, რაც ამაღლებს დაინტერესებას და აჩქარებს გაყიდვებს.

Red House გთავაზობთ სრულყოფილ ციფრულ მარკეტინგულ მომსახურებას, მათ შორის:

• SEO/SEM ოპტიმიზაცია

• სოციალური მედიის მართვა და რეკლამირება

• Google Ads და სხვა ონლაინ რეკლამირების სტრატეგიები

• კრეატიული კონტენტ მარკეტინგი.

ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, მათ შორის:

• ხელოვნურ ინტელექტს (AI) და მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტებს 

• CRM სისტემებს კლიენტებთან ურთიერთობის უკეთესი მართვისთვის

• გაყიდვების პროგნოზირების ინსტრუმენტებს და ანალიტიკას, რაც უზრუნველყოფს პროექტების მაღალ ეფექტურობას.

ჩვენ ვთავაზობთ ბრენდინგის სრულ პაკეტს, რომელიც მოიცავს ლოგოს დიზაინს, ბრენდის იდენტობის შექმნას, ფერებისა და სტილის განსაზღვრას, ბრენდბუქის შედგენას და მისი ყველა კომუნიკაციურ არხში განხორციელებას.

Redhouse.ge-ზე უძრავი ქონების განცხადების დამატება შესაძლებელია მთავარი მენიუში ღილაკით „დაამატე განცხადება“, რომელიც განთავსებულია მარჯვენა ზედა კუთხეში. მიჰყევით ინსტრუქციებს და შეავსეთ დეტალები თქვენი ქონების შესახებ.