უძრავი ქონების ტიპი
ფასი
ფასი₾
ფართი
ფართიმ²
Red House

საცხოვრებელი კომპლექსები

ყველას ნახვა
Red House

ბლოგი

ყველას ნახვა
1 წთ საკითხავი

📣 ახალი ექსკლუზივი Red House-ისგან – "ჰორაიზონ ნუცუბიძე"!

🟥 Red House კვლავ სიახლით გიბრუნდებათ! 🚀 Red House-ი წარმოგიდგენთ კიდევ ერთ გამორჩეულ პროექტს – "ჰორაიზონ ნუცუბიძეს",…

გაიგე მეტი
Red House

პარტნიორები

ანაგი
ალდაგი
იორკ თაუერსი
ბიოგრაფი
Red House

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ:

Red House 2020 წლიდან დეველოპერულ კომპანიებს მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით სრულ მომსახურებას სთავაზობს. ჩვენი მიზანია, პროექტისთვის მარკეტინგი და გაყიდვები ერთიან, შედეგზე ორიენტირებულ სისტემად ვაქციოთ, სადაც თითოეული გადაწყვეტილება საბოლოო მიზანს, რეალურ გაყიდვებს ემსახურება.

ჩვენი გუნდი 40-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს მარკეტინგის, გაყიდვების, კონტენტის, დიზაინის, რეკლამისა და სხვა მიმართულებებიდან. სხვადასხვა კომპეტენციის ერთ სივრცეში გაერთიანება საშუალებას გვაძლევს, სრულად ვმართოთ პროექტის გზა ბაზარზე პოზიციონირებიდან და კომუნიკაციის შექმნიდან პოტენციური მყიდველის მოზიდვასა და გაყიდვამდე.

Red House-ის მუშაობა იწყება პროექტის, ბაზრის, კონკურენტებისა და სამიზნე აუდიტორიის შესწავლით. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ვქმნით მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგიას, ვაყალიბებთ ბრენდის ფილოსოფიას, ვქმნით კონტენტს, ვმართავთ სარეკლამო კამპანიებს და პოტენციურ მყიდველთან კომუნიკაციისას ინტერესს საბოლოო გადაწყვეტილებად ვაქცევთ.

ჩვენთვის წარმატება მხოლოდ ცნობადობა, რეკლამის შედეგები ან მიღებული ლიდების რაოდენობა არ არის. მთავარი საზომი რეალური გაყიდვებია. სწორედ ამიტომ, მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდები მუდმივად ცვლიან ინფორმაციას: გაყიდვებიდან მიღებული მონაცემები აუმჯობესებს მარკეტინგს, მარკეტინგი კი გაყიდვების გუნდს ზუსტად შერჩეულ პოტენციურ მყიდველებთან აკავშირებს.

ჩვენ ვთანამშრომლობთ დეველოპერულ კომპანიებთან პარტნიორობის პრინციპით და პასუხისმგებლობას ვიღებთ არა პროცესის ცალკეულ ეტაპებზე, არამედ საბოლოო შედეგზე. დეველოპერი კონცენტრირდება მშენებლობაზე, Red House კი მართავს პროექტის მარკეტინგისა და გაყიდვების სრულ პროცესს.

თქვენ აშენებთ, ჩვენ ვყიდით.

ვრცლად
უძრავი ქონების მართვის კომპანია