
როცა შენ აშენებ და ჩვენ ვყიდით
დადიანის 100 - წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი
სამშენებლო კომპანია "ორიენტალმა" ცოტნე დადიანის 100 ნომერში ახალი პროექტის მშენებლობა დაიწყო. ჩვენი Red House-ის მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდი პარტნიორ საქართველოს ბანკთან და Element Construction-თან ერთად თავიდანვე აქტიურად ჩაერთო პროექტის კონცეფციის შემუშავებაში.
🚀 საინტერესო სიახლე!
ჩვენს პარტნიორებს მაკდონალდსიც შემოუერთდა და ოფიციალურად დააანონსა ამ ლოკაციაზე თავისი რესტორნის გახსნა. ეს კიდევ უფრო ზრდის პროექტის მიმზიდველობას და ხელს უწყობს მის სწრაფ რეალიზაციას.
✅ 7 თვეში – 3,200 მ² გაყიდული
ჩვენმა გუნდმა კვლავ დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა – მხოლოდ 7 თვეში გავყიდეთ 3,200 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი და კომერციული ფართი! თუმცა, ჩვენთვის მთავარი არა მხოლოდ ციფრები, არამედ ის ბედნიერი სახეებია, რომლებიც საკუთარ ახალ შენაძენს უკვე სიამაყით ათვალიერებენ. ეს არის ის, რაც გვამოტივირებს ვიყოთ კიდევ უფრო კრეატიულები და მიზანდასახულები.
როგორ ვაღწევთ ასეთ შედეგებს?
Red House უკვე 5 წელია ლიდერია უძრავი ქონების ბაზარზე და წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს. ჩვენი ძირითადი მიმართულებაა დეველოპერული კომპანიებისთვის გაყიდვების სრული აუთსორსინგი, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას, სრულად კონცენტრირდნენ მშენებლობაზე, ხოლო გაყიდვების პროცესს ჩვენ გვანდობენ.
პროფესიონალი გაყიდვების გუნდი – ჩვენი გამოცდილი მენეჯერები ყოველთვიურად წარმატებით ასრულებენ მრავალ ტრანზაქციას, უზრუნველყოფენ სწრაფ და ეფექტურ გაყიდვებს.
ძლიერი მარკეტინგული მხარდაჭერა – მიზანმიმართული კამპანიები, რომლებიც ზრდიან პროექტების ცნობადობას და კლიენტების ჩართულობას
ეფექტური CRM სისტემა – კლიენტების მონაცემების მართვა და ურთიერთობების მუდმივი გაღრმავება;
გაყიდვების აუთსორსინგი – თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის
Red House გთავაზობთ კომპლექსურ გაყიდვების აუთსორსინგს, რაც მოიცავს:
✅ პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირებას და მოზიდვას
✅ გაყიდვების პროცესის სრულ მენეჯმენტს
✅ CRM სისტემის დახმარებით კლიენტთა ურთიერთობების მართვას
ამ გზით, დეველოპერები ფოკუსირდებიან მშენებლობაზე, ხოლო გაყიდვების პროცესს ჩვენ პროფესიონალურად ვმართავთ.
თუ გსურთ თქვენი პროექტის გაყიდვების მაქსიმალური ეფექტიანობა, დაგვიკავშირდით Red House-ის გუნდს!