რამდენი ბინა გაიყიდა დეკემბერში?

რამდენი ბინა გაიყიდა დეკემბერში?

თბილისში ბინების ტრანზაქციების
რაოდენობა გაიზარდა:

თბილისი

ტრანზაქციების რაოდენობა და ბაზრის ზომა

 

2024 წლის დეკმბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4,039 ერთეული შეადგინა და წინა წლის დეკეემბერთან შედარებით 7%-ით გაიზარდა. ახალ პროექტებში ტრანზაქციების 14%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც დაკავშირებულია პირველადი ტრანზაქციების (დეველოპერის მიერ გაყიდვები) 26%-იან ზრდასთან, (მეორეული ტრანზაქციები 2%-ით შემცირდა). გასათვალისწინებელია, რომ ახალ კორპუსებში ტრანზაქციების ნაწილს დეველოპერები გვიან არეგისტრირებენ. ძველ პროექტებში 2023 წლის დეკემბერთან შედარებით მაჩვენებელი 13%-ით არის შემცირებული.

ბაზრის ზომა 16%-ით, 292 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

საშუალო შეწონილი ფასი

2024 წლის დეკემბერში თბილისის გარეუბნებში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2023 წლის დეკემბერთან შედარებით 10%-ით გაიზარდა. ქალაქის ცენტრში 1%-იანი, ხოლო ფართო ცენტრში 13%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

 

წყარო: recov.ge