
შ.პ.ს ორიენტალი სკვერს ალამაზებს
კომპანია “თბილისი ორიენტალმა”, თბილისელების ინტერესებიდან და ქალაქის მწვანე პოლიტიკიდან გამომდინარე, იკისრა პასუხისმგებლობა შემატოს ქალაქს კიდევ ერთი გამწვანებული/სარეკრეაციო სივრცე ც. დადიანის 100-ის მიმდებარედ. სწორედ აღნიშნული სოციალური პროექტის ფარგლებში ქ. თბილისის მერიასთან შეთანხმებით დამუშავდა დენდროლოგიური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შემდეგი სამუშაოების ჩატარებას: ▫ წყალარინების სისტემის მოწყობას; ▫ სკვერის რელიეფის მოპირკეთებას; ▫ ტერიტორიის გამწვანებას მაღალი ხარისხის მრავალწლიანი ნარგავებითა და ბალახის საფარით; ▫ 40-მდე ხე-მცენარის დარგვასა და მოვლა-პატრონობას; ▫ დასასვენებელი სივრცეების მოწყობას ყველა ასაკის ადამიანისთვის; ▫ საბავშვო გასართობი მოედნის მოწყობას; ▫ შშმ პირთათვის გადაადგილებისათვის ადაპტირებული ბილიკის მოწყობას; ▫საფეხმავლო ბილიკების მოწესრიგებას.