
თებერვალში ტრანზაქციების რაოდენობა 5 % შემცირდა
TBC Capital - ის კვლევის თანახმად 2025 წლის თებერვალში თბილისში 3,185 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2024 წლის თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით 5%-ით ნაკლებია.
საშუალო გასაყიდმა ფასმა 1,222 $/კვ.მ შეადგინა და წლიურად 1%-ით გაიზარდა.
გასაქირავებელი ფასი 10.6 $/კვ.მ-ს გაუტოლდა, რაც 2024 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლებია.
ბაზრის მოცულობამ $253 მილიონი შეადგინა და წლიურად 6%-ით შემცირდა.